Belive

ბოატენგი: ,,პარი სენ ჟერმენის შემტევების არ მეშინია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლიონის'' ახალწვეულმა, ჟერომ ბოატენგმა, ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევ ტრიოზე ისაუბრა:
- თუ პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშებთ, თქვენ მესის, მბაპესა და ნეიმარს შეხვდებით. არის ეს ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი? - თუ სახელებით ვიმსჯელებთ, კი. ამ ფეხბურთელების დონეზე საუბარი საჭირო არ არის. გულწრფელად ვიტყვი: ეს ფლეისთეიშენის გუნდთან თამაშს ჰგავს. მაგრამ, საუბარი მხოლოდ შემტევებზე არაა, მათ მსოფლიო დონის ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხანდახან არაადამიანურ რაღაცებს აკეთებენ, მათი მაინც არ მეშინია. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ მხოლოდ ადამიანები არიან. მათ წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვერ იასპარეზებ, მაგრამ ,,ლიონის'' ახალგაზრდებისთვის ეს მშვენიერი გამოცდილება იქნება. მინდა, ჩემი თანაგუნდელები დავარწმუნო, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ბოატენგი ,,ლიონს'' პირველ სექტემბერს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,ლიონისა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' პირველი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები