Belive

ლუკაკუ: ,,რონალდუს არასდროს არ შემადაროთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' შემტევზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,არასდროს არ შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს, არასდროს! ჩემთვის ის ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. მისთვის კონკრეტული ადგილის მინიჭებას არ ვაპირებ, მაგრამ სამეულში ნამდვილად შედის. რასაც კრიშტიანუმ მიაღწია, ჩემი თაობის ფეხბურთელებისთვის რაღაც წარმოუდგენელია. იტალიაში მის წინააღმდეგ თამაშით გამიმართლა, ახლა კი ის პრემიერლიგაში დაბრუნდა, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის კარგია. რაც შეეხება დანარჩენს, სტატისტიკებისა და სხვა ყველაფერის შედარებას, ეს უსარგებლოა,'' - ლუკაკუს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
გასული სეზონი ლუკაკუმ და რონალდუმ სერია ა-ში გაატარეს. ბელგიელმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, კრიშტიანუს ანგარიშზე კი 33 შეხვედრაში 29 გოლი და 2 ასისტი იყო.

სხვა სტატიები