Belive

ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ ეროვნულ გუნდს - ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 5 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. იქამდე, შევეცდებით, ჩვენი მომავალი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ.

ესპანეთის ნაკრები

დაარსება: 1920 ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1909 წლის 14 ოქტომბერს"?, თავდაპირველი სახელი - ესპანეთის საფეხბურთო კლუბების ფედერაციას ფიფას წევრი: 1914 უეფას წევრი: 1954 ფიფას რეიტინგი: 6 (2021 წლის 6 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2008 წლის ივლისი - 2009 წლის ივნისი, 2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის მარტი, 2010 წლის ივლისი - 2011 წლის ივლისი, 2011 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ივლისი). ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 25 (1998 წლის მარტი) საშინაო არენა: სხვადასხვა მეტსახელი: ფურია როხა (მებრძოლი ხარები) მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე კაპიტანი: სერხიო რამოსი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: ესპანეთი - დანია 1:0 (1920 წლის 28 აგვისტო, ბრიუსელი, ბელგია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ესპანეთი - ბულგარეთი 13:0 (1933 წლის 22 აგვისტო, ესპანეთი, მადრიდი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ესპანეთი - იტალია 1:7 (1928 წლის 4 ივნისი, ნიდერლანდები, ამსტერდამი), ინგლისი - ესპანეთი 7:1 (1931 წლის 9 დეკემბერი, ინგლისი, ლონდონი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: სერხიო რამოსი (179) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: დავიდ ვილა (59) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 15 (პირველად 1934 წელს, რიგით მეორე მუნდიალზე), საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი 2010 მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 11 (პირველად 1964 წელს, რიგით მეორე ტურნირზე), საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი 1964, 2008, 2012 ოლიმპიური მედლები:
  1. 1920, ანტვერპენი - ვერცხლი
  2. 1992, ბარსელონა - ოქრო
  3. 2000, სიდნეი - ვერცხლი
  4. 2020, ტოკიო - ვერცხლი
Euro 2020: Spain beat Croatia in eight-goal thriller | Euro2020 News | Al Jazeera

ისტორია

"ჯვაროსნების" შემდეგი მეტოქე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრები იქნება, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ 21-ე საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ეროვნული გუნდი. მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის სამგზის ჩემპიონებს საუკეთესო პერიოდი 2008-12 წლებში ჰქონდათ, როცა ორჯერ კონტინენტის, ერთხელ კი პლანეტის საუკეთესო ნაკრების წოდება მოიპოვეს. ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას 1978 წლის შემდეგ, ჩავარდნის გარეშე ახერხებს, საერთო ჯამში კი 21 მუნდიალიდან მონაწილეობა 15-ში მიიღო და იმ 8 ნაკრებიდან ერთ-ერთია, რომელმაც მსოფლიოს პირველობის მოპოვება მოახერხა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ გუნდმა ტიტული სამჯერ მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია და ამ მხრივ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, 16 გათამაშებიდან კი მონაწილეობა თერთმეტში მიიღო. ესპანეთის ნაკრების რენესანსი მეტწილად "ბარსელონას" ბავშვთა აკადემიიის აღმავლობას, "ლა მასიას" მიერ გაზრდილ გენიალურ თაობას და  პეპ გვარდიოლას მიერ ფეხბურთში მოხდენილ რევოლუციას უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებმა ფიფას წლის საუკეთესო ნაკრების წოდება 2008-დან 2013 წლამდე რამდენჯერმე მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ეროვნულ გუნდებს შორის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა, პირველ პოზიციას აქ ბრაზილიის ნაკრები იკავებს. 2007 წლის თებერვლიდან 2009 წლის ივნისამდე, ესპანეთი დაუმარცხებელი იყო ოფიციალური შეხვედრებში და ეს სარეკორდო მაჩვენებლად მიიჩნევა - ზედიზედ 35 მატჩის განმავლობაში წაუგებლის სტატუსს "ფურია როხა" ბრაზილიასთან ერთად ინაწილებს. ბოლო სამ სანაკრებო ტურნირზე წარუმატებელი თამაშისა და უკანასკნელ მუნდიალზე, მასპინძელ რუსეთის ნაკრებთან მერვედფინალში (პენალტების სერიაში) მარცხის შემდეგ, გუნდში თაობათა ცვლა დაიწყო. ესპანეთის ნაკრებს სათავეში ლუის ენრიკე ჩაუდგა და გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. რამაც შედეგი ევრო 2020-ზეც გამოიღო და "ფურია როხამ" აქ ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ევროპის აწ უკვე მოქმედმ ჩემპიონ იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
Score One for Style as Spain Wins World Cup - The New York Times

შემადგენლობა

ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდული შემადგენლობის შესახებ უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, თუმცა ლუის ენრიკეს განკარგულებაში ისეთი ვარსკვლავებიც არიან, როგორებიც დავიდ დე ხეა, სერხიო ბუსკეტსი და ალვარო მორატა არიან. ესპანეთის ნაკრების საშუალო ასაკი 27.3 წელია, ხოლო სრული სატრანსფერო ღირებულება 729. 50 მილიონი ევრო, ხოლო ის სრული შემადგენლობა, რომელიც ლუის ენრიკეს საქართველოსთან მატჩის წინ ჰყავს გამოძახებული ასე გამოიყურება: მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაოს "ატლეტიკი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რობერტ სანჩესი ("ბრაიტონი"). მცველები: ჟორდი ალბა ("ბარსელონა"), ხოსე გაია ("ვალენსია"), ინიგო მარტინესი (ბილბაოს "ატლეტიკი"), აიმერიკ ლაპორტი, ერიკ გარსია (ორივე "მანჩესტერ სიტი"), რაულ ალბიოლი ("ვილარეალი"), სეზარ აზპილიკუეტა (ლონდონის "ჩელსი"), მარკოს ლორენტე (მადრიდის "ატლეტიკო"). ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), როდრი ერნანდესი ("მანჩესტერ სიტი"), ბრაის მენდესი (ვიგოს "სელტა"), მიკელ მერინო ("რეალ სოსიედადი"), კარლოს სოლერი ("ვალენსია"), კოკე რესურესიონი (მადრიდის "ატლეტიკო") თავდამსხმელები: პაბლო ფორნალსი ("ვესტ ჰემი"), აბელ რუისი ("ბრაგა"), ალვარო მორატა (ტურინის "იუვენტუსი"), ჟერარ მორენო ("ვილიარეალი"), ფერან ტორესი ("მანჩესტერ სიტი"), ადამა ტრაორე ("ვულვერჰემპტონ ვანდერერსი"), პაბლო სარაბია ("პარი სენ-ჟერმენი").
EURO 2020: This is your quick guide to Spain - form, fixtures and players to watch | Euronews

მწვრთნელი

იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელიც კარიერის განმავლობაში როგორც მადრიდის "რეალში", ისე "ბარსელონაში" თამაშობდა, ეროვნულ გუნდს 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ხელმძღვანელობს. ენრიკეს პჯახური პრობლემებისა და 9 წლის ქალიშვილის გარდაცვალების გამო, კარიერაში პაუზის აღება მოუწია და ესპანეთის ნაკრებს ნახევარწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. 50 წლის სპეციალისტმა ესპანეთს საერთო ჯამში, 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, აქედან 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 5-ში ფრეს დასჯერდა და სამში დამარცხდა. ლუის ენრიკეს სამშობლოს მთავარ გუნდში მუშაობის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებმა ისეთი ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვა, როგორიც მსოფლიოს ვიცე და ექს-ჩემპიონებთან, შესაბამისად ხორვატიის ნაკრებებთან, გამანადგურებელი ანგარიშებით - 6:0 გამარჯვება იყო. ლუის ენრიკემ ასევე მოახერხა და ბოლო მუნდიალის მეოთხეადგილოსან ინგლისის ნაკრებს სტუმრად - 2:1 სძლია. ლუის ენრიკეს სახელს უკავშირდება ბოლო სანაკრებო წარმატებაც, როცა გუნდმა ევრო 2020-ის ფინალში ითამაშა. ესპანეთის ნაკრებამდე ენრიკე ვიგოს "სელტასა" და "რომაში" მუშაობდა, თუმცა საუკეთესო პერიოდი "ბარსელონას" უკავშირდება, რომლის მიმდინარე საუკუნის ისტორიაშიც ის მეორე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია. ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლას შემდეგ, მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სულ მცირე 5 ტიტული მოიგო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო: მესი-სუარესი-ნეიმარი, რომელმაც მსოფლიოში თითქმის ყველაფრის მოგება მოახერხა.
Euro 2020: Luis Enrique announces final Spain squad as Sergio Ramos misses out

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. სამი შეხვედრა ოფიციალურად, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართა და ესპანელებმა სამივე მათგანი მოიგეს: 2014 წლის მუნდიალის საგზურის გასარკვევად თბილისში ("დინამო არენაზე"), მინიმალური სხვაობით - 0:1 და ალბასეტეში ("ესტადიო კარლოს ბელმონტეში") - 0:2, მიმდინარე შესარჩევ ციკლში კი - 1:2 ("დინამო არენაზე") ხოლო 2016 წელს, მადრიდში ("კოლიზეუმ ალფონსო პერესზე") საქართველომ თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მე-40 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით, მინიმალური სხვაობით - 1:0 იმარჯვა.
საქართველო - ესპანეთი 1:2

სხვა სტატიები