Belive

ბენზემა: ,,საფრანგეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საშიშროება არ არსებობს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, ,,მამლების'' მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები შეაფასა:
,,საფრანგეთის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საშიშროება არ არსებობს. ფინეთთან მატჩი, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან შეხვედრას ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებიან. ამ თამაშში გოლის გატანა მსურს,'' - განაცხადა ბენზემამ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 5 ტურის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები 9 ქულით ცხრიპის პირველ პოზიციაზეა, მეორეადგილოსანი ფინეთის ანგარიშზე 3 შეხვედრაში 5 ქულაა. დეშამის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 7 სექტემბერს, შინ ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები