Belive

ხედირა: ,,რონალდუს მართლაც დიდი ეგო აქვს და ზოგჯერ დაცვა საერთოდ არ აინტერესებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსისა'' და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, სამი ხედირამ, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა:
,,რონალდუ საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. დიახ, მას მართლაც დიდი ეგო აქვს და ზოგჯერ დაცვა საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ შეხედეთ, რამდენი ტიტული მოიგო. ხანდახან უკეთესია, რომ ცხრა ფეხბურთელმა თავი დაიცვას, რონალდუმ კი გოლები გაიტანოს. რაც შეეხება დიბალას, მას მოედანზე სჭირდება პარტნიორი, რომელიც დაიცავს და საშუალებას მისცემს, შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. პაულოს ძალიან ბევრი ტრავმა და პრობლემა აქვს. მან კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს და საკუთარ სხეულზე იზრუნოს. დიბალა საოცრად ნიჭიერია, მაგრამ, ჩემი აზრით, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდ ზეწოლას ახდენს, ჰგონია, რომ ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს. მახსოვს, როგორი დაძაბული იყო 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რამაც მის თამაშზე იმოქმედა,'' - ხედირას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.
რონალდუმ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის'' მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. დიბალას ანგარიშზე კი 26 მატჩში 5 გოლი და 3 ასისტი იყო.

სხვა სტატიები