Belive

ზლატანი: ,,ოქროს ბურთი მაკლია? პირიქით, ოქროს ბურთს ვაკლივარ მე''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უპასუხა შეკითხვას - აკლია თუ არა მის კარიერას ,,ოქროს ბურთი''?
,,ოქროს ბურთი მაკლია? არა, პირიქით! ,,ოქროს ბურთს'' ვაკლივარ მე! თუ ვსაუბრობთ სათამაშო თვისებებზე, რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან. თუ ტიტულებს გავითვალისწინებთ, მაშინ დიახ, ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია. არ ვიცი, რა კრიტერიუმები არსებობს ,,ოქროს ბურთის'' მინიჭებისთვის. ამავდროულად, ფეხბურთელი ვერ იქნება კარგი თუ გუნდი ცუდია. პრინციპში, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ,'' - ზლატანის სიტყვებს France Football-ი ციტირებს.
იბრაჰიმოვიჩმა გასულ სეზონში ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 39 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო 9 მაისის შემდეგ არ უთამაშია.

სხვა სტატიები