Belive

მიულერი: ,,ბარსელონა მესის გარეშე სხვა გუნდია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, ,,ბარსელონასთან'' მატჩის წინ, კატალონიური გუნდიდან ლეო მესის წასვლაზე ისაუბრა:
,,მესის გარეშე მოთამაშე ,,ბარსელონაზე'' ბევრის თქმა არ შემიძლია, ეს სულ სხვა გუნდია. მესი ცენტრში ყოფნისას ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს. თუმცა მაინც, გველის მატჩი ,,ბარსელონასთან'' შესანიშნავ სტადიონზე, ასე რომ, დიდი საღამო იქნება,'' - განაცხადა მიულერმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ბარსელონა'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლებს. მატჩი სამშაბათს, 14 სექტემბერს, გაიმართება. მესი ,,პარი სენ ჟერმენს” 10 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები