Belive

ტებასი: ,,მესის ასეთი წასვლა არ დაუმსახურებია, არც ბარსელონადან და არც - ლა ლიგიდან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კატალონიის ,,ბარსელონადან'' ლეო მესის წასვლაზე ისაუბრა:
,,რონალდუ, გვარდიოლოა და მოურინიო წავიდნენ... ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელი 2 საუკეთესო გუნდში თამაშობდა, ლა ლიგამ კი ეს გამოიყენა და ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი გახდა. შესაძლოა, მესის გადასვლა ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან პირადად მე მას ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ. ლეოს ასეთი წასვლა არ დაუმსახურებია, არც ,,ბარსელონადან'' და არც - ლა ლიგიდან,'' - განაცხადა ტებასმა.
მესი ,,პარი სენ ჟერმენს” 10 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები