Belive

რონალდუ: ,,მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმიღია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ინგლისურ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმიღია. ეს ყველაფერი სწორ დროს გაკეთდა. მსურს ისტორიაში შევიდე და გუნდს სასურველი შედეგების მიღწევასა და ტიტულების მოგებაში დავეხმარო,'' - რონალდუს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
პრემიერლიგის მე-4 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,ნიუკასლს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში რონალდუმ დუბლი გაიფორმა. ,,მანჩესტერმა'' კრიშტიანუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. რონალდუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,იუნაიტედს” პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები