Belive

130 000 ევრო ლიგის თასზე - ინგლისელი გულშემატკივრის წარმოუდგენელი მოგება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისელმა გულშემატკივარმა მისი ქვეყნის ლიგის თასზე განთავსებული ფსონით წარმოუდგენლად დიდი თანხა მოიგო, მის მიერ გაკეთებული ფსონი და შერჩეული პოზიციები კი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია, რაც ოდესმე გვინახავს. დინ ვუდვორდმა გადაწყვიტა, რომ "ვულვზისას" და "ტოტენჰემის" (2:3, პ) მატჩში ლეანდერ დენდონკერის მიერ მეტოქის კარში სულ მცირე ორჯერ თავით ზუსტი დარტყმა და ასევე, "ჩელსისა" და "ასტონ ვილას" დაპირისპირებაში (2:1, პ) ჰაკიმ ზიეჩის მიერ მეტოქის კარში ორივე ფეხით მინიმუმ 1 ზუსტი დარტყმა თავის ფსონში პოზიციებად აერჩია, რამაც საბოლოოდ მას უდიდესი ფინანსური გამარჯვება მოუტანა. არჩეული პოზიციების საერთო კოეფიციენტმა 44 000 შეადგინა, რომელზეც 2.5 ფუნტი სტერლინგი განათავსა, მოგებამ კი 110 000 ფუნტი, რაც 130 000 ევრომდე თანხას უდრის. საინტერესოა, რომ თავად გამარჯვებული ამ მოგებით კმაყოფილი არ ყოფილა, რადგანაც განიცდიდა, რომ მეტი თანხის დადების შემთხვევაში, მოგებაც მეტი იქნებოდა.

სხვა სტატიები