Belive

კეროლი: ,,ჩემს შვილებს ისევ ჰგონიათ, რომ ბარსელონაში ან მანჩესტერ სიტიში გადავალ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ენდი კეროლმა, კარიერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა:
,,ჩემს შვილებს ისევ ჰგონიათ, რომ ბარსელონაში ან მანჩესტერ სიტიში გადავალ, რაც, ყველამ ვიცით, რომ არ მოხდება. თუმცა, ისინი მაინც მიბიძგებენ, რომ რომელიმე გუნდს შევუერთდე და ეს სწორედ ის არის, რასაც ვისურვებდი. მინდა, ჩემი ოჯახის თვალწინ ვითამაშო და მატჩები მოვიგო. ჩემი ვნება ოდნავადაც არ გამქრალა. ძალიან გამიმართლა, რომ ჰობიში ფულს ვიღებ. ამას რომ არ ვაკეთებდე, მეგობრებთან ერთად ვითამაშებდი,'' - განაცხადა კეროლმა.
კეროლის ბოლო გუნდი ,,ნიუკასლი'' იყო, სადაც გასული სეზონი გაატარა 22 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 32 წლის ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სხვა სტატიები