Belive

პუმამ დორტმუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კომპანია Puma-მ, რომელიც დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ტექნიკური სპონსორია, გერმანული გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. ქომაგები უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ ახალ მაისურზე კლუბის ლოგო, ფაქტობრივად, არ ჩანს.

,,გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით. სამწუხაროა, რომ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ. ჩვენთვის მათი აზრი მისაღებია და ქომაგების სურვილს მომავლისთვის გავითვალისწინებთ,'' - განაცხადა პუმას აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ გულდენმა.
დორტმუნდის ,,ბორუსია'' და პუმა 2012 წლიდან თანამშრომლობენ. მხარეებს კონტრაქტი ერთმანეთთან 2025 წლამდე აკავშირებთ.
 

სხვა სტატიები