Belive

,,შეხედა, გაიცინა და წავიდა'' - ჰოლანდმა გიბრალტარის ნაკრების კაპიტანს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიბრალტარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რის სტაიჩმა, განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდმა მისი თანაგუნდელის, როი ჩიპოლინას (გიბრალტარის ნაკრების კაპიტანი) მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა:
,,მარტში, როცა გიბრალტარში ვითამაშეთ, ჩვენმა კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ, ჰოლანდს მაისური სთხოვა. ნორვეგიამ 3:0 მოგვიგო, თუმცა ერლინგს გოლი არ გაუტანია, მწვრთნელმა 60 წუთში შეცვალა და უხასიათოდ იყო. სატელევიზიო ინტერვიუს დასრულების შემდეგ, როიმ უთხრა: ,,ჩემი პატარა ბიჭი შენი ფანია. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ მაისურები გავცვალოთ?'' ჰოლანდმა უბრალოდ შეხედა მას, გაიცინა და წავიდა! მას შეუძლია, ბევრი რამ იყიდოს, მაგრამ კლასს ვერ იყიდის. ალბათ, მედიის ყურადღება თავში აუვარდა. შეეძლო პატარა ბავშვი გაეხარებინა, თუმცა ამაზე უარი თქვა,'' - სტრაიჩის სიტყვებს Marca ციტირებს.
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გიბრალტარს სექტემბერშიც დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. მატჩში ჰოლანდმა ჰეთთრიკი გაიფორმა.

სხვა სტატიები