Belive

დეპაი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა ყველა ტიტულისთვის შეგვიძლია, ჩვენ ბარსელონა ვართ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' თავდამხსმელმა, მემფის დეპაიმ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ,,ბაიერნთან'' მარცხი გაკვეთილი უნდა იყოს:
,,რა თქმა უნდა, ,,ბაიერნთან'' მატჩის შედეგი დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს, რათა სიტუაცია ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში ბრძოლა ყველა ტიტულისთვის შეგვიძლია, ჩვენ ,,ბარსელონა'' ვართ და მინდა, გუნდს ამ რთულ მომენტში დავეხმარო,'' - დეპაის სიტყვებს Football Espana ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ბარსელონა'' შინ ,,ბაიერნთან'' 0:3 დამარცხდა. კუმანის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 20 სექტემბერს, ,,გრანადას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები