Belive

სოლსკიაერი: ,,სანჩოში მომავალი 10-15 წლის განმავლობაში ტოპ-დონის თავდამსხმელს ვხედავთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის ახალწვეულზე, ჯეიდონ სანჩოზე, ისაუბრა:
,,ის მუდმივად სწავლობს. როგორც უკვე ვთქვი, ჯეიდონი ჩვენი მუშაობის მეთოდებს ეცნობა, ეჩვევა პრემიერლიგას და, რა თქმა უნდა, ,,დორტმუნდში'' გატარებული პერიოდიდან უკვე იცის რა არის ჩემპიონთა ლიგა. სანჩო ახალგაზრდა ფეხბურთელია, სულ რაღაც 21 წლის. იმიტომ გავიფორმეთ, რომ მასში მომავალი 10, 12, 15 წლის განმავლობაში ტოპ-დონის თავდამსხმელს ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია. ჯეიდონი ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით სწავლობს, რაც ძალიან მნიშველოვანია, როცა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადადიხარ. სანჩოს საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაშის შანსი აუცილებლად ექნება,'' - განაცხადა სოლსკიაერმა.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' სანჩო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიფორმა. ინგლისელმა ,,წითელ ეშმაკებთან'' 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სხვა სტატიები