Belive

მატერაცი ზიდანთან კონფლიქტზე: ,,იტალიელებს უნდა დაეკოცნათ მიწა, რომელზეც დავდიოდი, სანაცვლოდ კი კრიტიკა მივიღე''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა:
- ალბათ, ბევრს ისევ აწუხებს კითხვა, რა უთხარით ზიდანს ფინალში, რის შემდეგაც თავი ჩაგარტყათ? - იმ მატჩში ზიდანს მაისურით ხშირად ვიჭერდი, მან კი მითხრა, რომ თუ მჭირდებოდა, შეეძლო მატჩის შემდეგ ეჩუქებინა, მე კი ვუპასუხე, რომ მისი და მერჩივნა. - იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ცნობილი ზიდანმა გაგხადათ და მის გარეშე დარჩებოდით ჩვეულებრივ მცველად, რომლის შესახებაც მხოლოდ იტალიაში ეცოდინებოდათ... - იბრაჰიმოვიჩის მოსმენას არ ვაპირებ. მაშინ იმაზე გავბრაზდი, რომ ზიდანს გვერდში ყველა ფრანგი დაუდგა, მე კი იტალიელებმა გამამტყუნეს. მათ უნდა დაეკოცნათ მიწა, რომელზეც დავდიოდი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უმნიშვნელოვანესი გოლი გავიტანე და მეტოქის ლიდერი გავაგდებინე. თუმცა, მადლიერების ნაცვლად, მხოლოდ კრიტიკა მივიღე.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის დამატებით დროში ზიდანმა მატერაცის თავი ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

სხვა სტატიები