Belive

"გასწავლით შერიფის დამარცხებას" - საბურთალოს კომენტარი რეალის მარცხზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი სენსაციის, ტირასპოლის "შერიფის" გამარჯვებას მადრიდის "რეალთან" "საბურთალო" გამოეხმაურა. ესპანელთა ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტის კომენტარებში თბილისელები "რეალს" გაეხუმრნენ: "შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ დაამარცხოთ შერიფი."
received_395558812031705
შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" მოლდოვის ჩემპიონს 2 წლის წინ, თავისთვის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მაშინ "შერიფს" სტუმრად 0:3 მოუგო, თბილისში კი 1:3 დამარცხდა. ორი მატჩის შედეგით შემდეგ ეტაპზე "საბურთალო" გავიდა. რაც შეეხება "შერიფს", იური ვერნიდუბის გუნდის ზღაპრული სეზონი გრძელდება - 2 ტურის შემდეგ 6 ქულა და პირველი ადგილი იმ ჯგუფში, რომელშიც "ინტერი", "რეალი" და "შახტარი" თამაშობენ.  

სხვა სტატიები