Belive

რონალდ კუმანი: "მესამე გოლამდე კარგად ვთამაშობდით" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, "ბარსელონამ" ლისაბონის "ბენფიკასთან" სტუმრად - 0:3 წააგო და აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლის ისტორიაში ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.
"ვგრძნობ, რომ ჩემი ფეხბურთელები მხარს მიჭერენ. მათგან ასეთ დამოკიდებულებას ვღებულობ. მე მხოლოდ გუნდთან მუშაობის შესახებ კომენტარის გაკეთება შემიძლია. დანარჩენი საკითხების შესახებ, მათ შორის კლუბის ხელმძღვანელობის განწყობის, საუბარი არ შემიძლია. მატჩის საბოლოო შედეგი მოედანზე მომხდარის ამსახველი არ არის. იმ ეპიზოდამდე, სანამ - 0:2 ვმარცხდებოდით, კარგად ვითამაშეთ. გოლის გატანის შესანიშნავი პერსპექტივები ხელიდან გავუშვით, შემდეგ კი, როცა თავად ვერ გაგაქვს, ამით მეტოქეს აძლევ გოლის გატანის შესაძლებლობას. სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა უკვე ძალიან მძიმეა. ნებისმიერი მწვრთნელისთვის, რომელიც "ბარსელონაში" იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში ვერ მოგების შემდეგ, ეს სიტუაცია მსგავსი იქნება. არის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, კონკრეტულად ფიზიკური კონდიციების და სიჩქარის კუთხით, ვცდილობთ რამე შევცვალოთ და თუ ამისთვის დრო გვჭირდება", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ორი ტურის შემდეგ, კატალონიელებს E ჯგუფში ქულა არ მოუპოვებიათ, გოლი არ გაუტანიათ, საკუთარ კარში კი 6 მიიღეს და ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები