Belive

რუბინის მეკარე: ,,ხვიჩამ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ,,რუბინმა'' ,,ნიჟნი ნოვგოროდს'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ყაზანური გუნდის მეკარემ იური დიუპინმა, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. საქართველოს ნაკრების შემტევმა, დღევანდელ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
,,ნიჟნი ნოვგოროდის თამაში გაანალიზებული გვქონდა. მომენტები მაშინ ექმნებოდათ, როცა მეტოქის საჯარიმოში სამი ფეხბურთელი ჰყავდათ, უპირატესობის მოსაპოვებლად კი მათ წინააღმდეგ 4 მოთამაშე იყო საჭირო. ჩვენ შემთხვევაშიც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა ფლანგიდან ვუტევდით, ჩაწოდებისას მოწინააღმდეგის საჯარიმოში 1-2 ფეხბურთელი რჩებოდა. მაგალითად, ხვიჩა დღეს ძალიან ბევრჯერ ჩარჩა. არადა, იცის, რომ შორეული ძელი უნდა ჩაკეტოს... ვეძახდი, ვეძახდი... მან კი გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ცხვირი ჩამოუშვა და საერთოდ აღარ უთამაშია. ამიტომ ვფიქრობ, მასთან ფსოქოლოგიურად საუბარია საჭირო. ეს ფეხბურთია, თუ პენალტი ვერ გაიტანე, წინ 30 წუთი გაქვს, გააკეთე ყველაფერი, რომ შეცდომა გამოასწორო! მან კი, უბრალოდ, თამაში შეწყვიტა... მიზეზი ბევრია, მაგრამ ძირითადი ისაა, რაც მე დავასახელე,'' - განაცხადა დიუპინმა.
ყაზანის ,,რუბინმა'' რუსეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. სლუცკის გუნდი 10 ტურის შემდეგ 14 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები