Belive

,,ეს კუმანის მისამართით არ ყოფილა'' - სუარესმა გუშინდელი ჟესტი ახსნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ,,ბარსელონას'' კარში გატანილი გოლის შემდეგ გამოყენებული ჟესტი ახსნა - ურუგვაელმა ხელით ტელეფონი გამოსახა:
,,გუნდის მოგებით მოხარული ვარ, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. ჩემთვის ბარსელონა განსაკუთრებული მეტოქეა, მაგრამ ატლეტიკოსთვის ბოლომდე დავიხარჯე. ვიცოდი, რომ გოლის გატანის შემთხვევაში, ყოფილი თანაგუნდელებისადმი პატივისცემისა და გუნდში არსებული მდგომარეობის გამო, ბოდიშის მოხდა მომიწევდა. ჩემი ჟესტი კუმანის მისამართით არ ყოფილა, ეს ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც ჩემი ნომერი აქვს, რადგან ის არ შემიცვლია. ბავშვებს ხუმრობით დავპირდი, რომ ამას გავაკეთებდი,'' - სუარესის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩში მეორე გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

სხვა სტატიები