Belive

ჟეზუში: ,,ეჭვი არ მეპარება, რომ პორტიმონენსე თავს ბარსელონაზე უკეთ დაიცავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლისაბონის ,,ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა, ,,პორტიმონენსესთან” მატჩის წინ, მომავალი მეტოქე ,,ბარსელონას” შეადარა:

,,ეს სულ სხვანაირი თამაში იქნება, გვინდა, რომ კონცენტრირებულები ამ მეტოქეზე ვიყოთ. ,,ბარსელონასთან” მატჩის მსგავსად, მთავარი მიზანი კვლავ მოგებაა. ,,პორტიმონენსე” ცოტა გოლს უშვებს, იმდენივეს, რამდენსაც ,,ბენფიკა”. The transducer may be located within a fluid or other material whose acoustic properties https://clickmiamibeach.com/ are to be investigated. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი დაცვაში კარგია.

,,ბენფიკასა” და ,,პორტიმონენსეს” დონე განსხვავებულია, მაგრამ, ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი თავს ,,ბარსელონაზე” უკეთ დაიცავენ,” – ჟეზუშის სიტყვებს A Bola ციტირებს.


გასულ ოთხშაბათს ,,ბენფიკამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

სხვა სტატიები