Belive

რობერტო მარტინესი: ,,გვსურს, ევროპის ჩემპიონთან დაპირისპირების უნიკალური შესაძლებლობა გამოვიყენოთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, იტალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,იტალიასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. საფრანგეთთან წაგება დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახალ ციკლს ვიწყებთ. ვიცი, რომ ყველანი მზად არიან. იქნება თუ არა ცვლილებები? დიახ, რადგან ედენ აზარი და რომელუ ლუკაკუ აქ აღარ არიან. ასევე, კლუბში დაბრუნდა ტომას ფოკეტი, რომელმაც გახურებისას ტრავმა მიიღო. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად იქნებიან, მათ შანსი მიეცემათ, ისევე როგორც, ჟერემი დოკუს ევროპის ჩემპიონატზე. იციან თუ არა ფეხბურთელებმა, რომ ბელგია ფიფას რეიტინგს აღარ ლიდერობს? რა თქმა უნდა. სამი წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა ისინი ტიუბიზში ეროვნულ გუნდში იკრიბებოდნენ, იცოდნენ, რომ ამ ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. გვსურს, ევროპის ჩემპიონთან დაპირისპირების უნიკალური შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალები კიდევ ერთხელ გამოვცადოთ,'' - მარტინესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
იტალიასა და ბელგიას შორის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე, ტურინში გაიმართება.

სხვა სტატიები