Belive

ნეიმარი: ,,ვფიქრობ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის მუნდიალის მოგების ბოლო შანსია:
,,ვფიქრობ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება. ასე იმიტომ მგონია, რომ არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა თამაშის გასაგრძელებლად. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტული მოვიპოვო და ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინო. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა,'' - ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 29 წლის ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 113 შეხვედრაში 69 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები