Belive

დანი ალვეში: ,,თუ ბარსელონას ვჭირდები, უბრალოდ, დამირეკონ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, კატალონიის ,,ბარსელონაში'' შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,იმის თქმა, რომ ახლა მე ბარსელონას ვჭირდები, გადაჭარბებულია. გუნდიდან იმიტომ წამოვედი, რომ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მსურდა. წამოსვლისას ვთქვი, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი, გუნდს დავეხმარებოდი. ამ კლუბის მიმართ უზომო სიყვარულსა და პატივისცემა ვგრძნობ.  თუ ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ მათ ვჭირდები, უბრალოდ უნდა დამირეკონ. ვფიქრობ, სარგებლის მოტანა ისევ შემიძლია, განსაკუთრებით ბარსაში, სადაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია,'' - დანი ალვეშის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
დანი ალვეში ,,ბარსელონაში'' 2008-2016 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 391 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა მიითვალა. 38 წლის მცველის ბოლო გუნდი ,,სან პაულუ'' იყო, რომელიც გასულ სექტემბერს დატოვა.

სხვა სტატიები