Belive

ანჩელოტი: ,,ელ კლასიკო მესის, რონალდუსა და რამოსის გარეშეც იარსებებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ორივე გუნდი იცვლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შესანიშნავი შეხვედრა გველის. ჯერ კიდევ არ ვიცით, რას მიაღწევენ ანსუ ფატი და ვინისიუსი, მაგრამ, ზუსტად ვიცით, რომ კლასიკო ყოველთვის დიდი მატჩი იქნება. ისეთივე შეგრძნებები მაქვს, როგორიც მაშინ, როცა მოედანზე რონალდუ და მესი იყვნენ. ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა. ახლა გუნდებში სხვა ფეხბურთელები არიან, მაგრამ ,,ბარსელონას'' გამორჩეული ახალგაზრდები ჰყავს. ელ კლასიკო მესის, რონალდუსა და რამოსის გარეშეც იარსებებს და ასევე მათ გარეშეც, ვინც დღეს ითამაშებს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მე-10 ტურში ,,ბარსელონა” ,,რეალს” უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 18:15 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები