Belive

ბენზემა: ,,ჩემი კუმირები რეალში გადმოვიდნენ და ოქროს ბურთი მოიგეს, ამისგან შორს არ ვარ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, განაცხადა, რომ ,,ოქროს ბურთის'' მოგება მისი ბავშვობის ოცნებაა:
,,ოქროს ბურთის მოგებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ჩემი კუმირები - რონალდო და ზინედინ ზიდანი ,,რეალში'' გადმოვიდნენ და ჯილდოს მოგება შეძლეს. დიახ, ამაზე მეც ვფიქრობ და ახლა ამისგან არც ისე შორს ვარ,'' - ბენზემას სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს.
წელს ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. ქარიმ ბენზემა 30 ფინალისტს შორის მოხვდა. მიმდინარე სეზონში ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები