Belive

კუმანი: ,,ბარსელონა რომ დაწინაურებულიყო, სულ სხვა თამაში იქნებოდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:
,,შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. დესტს ჩვენი დაწინაურების შანსი ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს ,,რეალი'' დაცვაში, ვიცოდით, რომ იმ შემთხვევაში თუ პირველ გოლს ისინი გაიტანდნენ, გაგვიჭირდებოდა. ,,რეალთან'' წაგების შემდეგ, თამაშში რაიმე პოზიტიურის პოვნა რთულია, წაგება უსიამოვნოა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. მესმის, რომ კლასიკოში მარცხი იმაზე მეტია, ვიდრე 3 ქულის დაკარგვა, თუმცა უკან არ უნდა დავიხიოთ. ჩემპიონატი გრძელია. ვეცადეთ, გვეჩვენებინა, რომ ,,რეალს'' არ ჩამოვრჩებით, ,,ბარსელონა'' რომ დაწინაურებულიყო, სულ სხვა თამაში იქნებოდა. არასწორია იმის თქმა, რომ გვაჯობეს, ეს გადამეტებულია,'' - კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მე-10 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. კუმანის გუნდი 15 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები