Belive

რონალდუ: ,,კრიტიკა ყოველთვის არსებობს და ეს არ მაწუხებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ,,ტოტენჰემთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,მატჩის წინ გუნდი ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ, ვიცოდით, რომ პასუხის გაცემა შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ჩემი საქმეა დავეხმარო გუნდს გამოცდილებით, გოლებით, პასებით და ეს გავაკეთე. ძალიან კმაყოფილი ვარ. კრიტიკა ყოველთვის არსებობს და ეს არ მაწუხებს. ფეხბურთს 18 წელია ვთამაშობ და ვიცი, რომ ერთ დღეს ხალხი იდეალურს გვიწოდებს, მეორე დღეს კი გაგვაკრიტიკებს. თუმცა, ნამდვილად უკეთესია, როცა გაქებენ. ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ უსიამოვნო მომენტების გადალახვა გვიწევს,'' - რონალდუს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
პრემიერლიგის მე-10 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ტოტენჰემს'' სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრაში რონალდუმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები