Belive

ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური რადენიმე საინტერესო და ამავე დროს, სენსაციური შედეგით გამოდგა დასამახსოვრებელი.


სათამაშო კვირის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სამტრედიაში დაფიქსირდა, სადაც თითქმის მეორე ლიგაში დაქვეითებულმა “სამტრედიამ” ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი “დინამო ბათუმი”, თანაც კაცნაკლულმა – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთადერთი გოლის გატანა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა.


1:0 იმარჯვა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც დედაქალაქურ დერბიში -“საბურთალოს” კიდევ ერთხელ აჯობა – ერთადერთი გოლი, თანაც კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი, ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. შედეგად, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ლიდერ, მოსახელე აჭარულ კლუბთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. In fact, you can even bet on sports worldwide live. online casino no deposit bonus free spins australia


იდენტური ანგარიშით შეძლო გამარჯვება და რთული სერია დაასრულა კიდევ ერთმა თბილისურმა გუნდმა – “ლოკომოტივმა” ფოთში “შუქურას” გუნდის კაპიტნის, დავით უბილავას გოლის მეშვეობით აჯობა.


მშრალი ანგარიშით სამეულისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, გორის “დილამაც” იმარჯვა, რომელმაც საშინაო კედლებში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე “სამგურალს” 2:0 სძლია. გოლები უსმანე კამარამ და ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს.


საშინაო შეხვედრა, თანაც უშუალო კონკურენტთან დათმო და სატურნირო ცხრილში სანერვიულო გაიჩინა “თელავმა”, რომელმაც ქუთაისის “ტორპედოსთან” თორნიკე ახვლედიანის დუბლისა და დიმიტრი რეკიშის გოლით – 1:3 წააგო, ერთი ბურთი მასპინძელთა მხრიდან რაფაელ ჩუკვურამ გაქვითა.

31-ე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა 31 ტურის შემდეგ

ფეხბურთელების ინდივიდუალური სტატისტიკა 31 ტურის შემდეგ

31-ე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

მეკარე: ბექა ქურდაძე (“სამტრედია”).

მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა (სამივე “ლოკომოტივი”) საიმონ ბენიო (“დინამო თბილისი”).

ნახევარმცველები: დიმიტრი რეკიში (“ტორპედო”), ნიკა გაგნიძე (“დილა”), ნოდარ ქავთარაძე (“დინამო თბილისი”).

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (“სამტრედია”), თორნიკე ახვლედიანი (“ტორპედო”), უსმანე კამარა (“დილა”).

განლაგება: 4-3-3.

მწვრთნელი: ლერი მეგენეიშვილი (“სამტრეიდა”).

სხვა სტატიები