Belive

ვილი სანიოლი: "თუ ყველა მატჩში იგივე სულისკვეთება არ გვექნება, რაც კოსოვოსთან, მაშინ არაფერი გამოვა"

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბერში გასამართი ორი შეხვედრის წინ, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ყოველდღე ვკამათობთ შემადგენლობის შერჩევაზე. ფეხბურთი რომ მხოლოდ სიაში მოხვედრას გულისხმობდეს, მაშინ მე და ჩემი საჭირო არ ვიქნებოდით, ეს უფრო მომცველობითი სამუშაოა, ვიდრე ეს მხოლოდ ფურცელზე გვარების ჩამოწერაა. ვცდილობ ვიყო სამართლიანი და გადაწყვეტილებებს როგორც გულით, ასევე გონებით ვიღებ. კონკურენცია ფეხბურთის ნაწილია. მიხარია, რომ ქვილითაიამ დუბლის შესრულება შეძლო და იმედია ის ნაკრებში დაბრუნდება. მან უნდა მაჩვენოს მე და აჩვენოს ყველას, რომ აქ დაბრუნება შეუძლია. მინდა, რომ მან უფრო მეტი გაიტანოს და უფრო უკეთ ითამაშოს. ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული. რა თქმა უნდა, გვყავს თავდამსხმელები, რომლებიც გოლების გატანას სხვადასხვა ჩემპიონატებში ახერხებენ, ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ეს მათი საქმეა, ჩემი საქმე კი არჩევანის გაკეთებაა. კონკრეტული მატჩებისთვის შესაბამის შემადგენლობას ვასახელებთ. გიორგი ქვილითაიასთან, პიროვნულად ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. როცა ვამბობ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპ კლუბებში არ თამაშობენ მეტოქე გუნდისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებ და არა ემოციებს ან დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. თუ ტოპ კლუბებში ფეხბურთელები გვეყოლება, ეს რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. მე მინდა, რომ შვედეთთან მატჩში იგივე სული და შემართება ვნახო, რომელიც კოსოვოსთან მოგებულ შეხვედრაში ვნახე. ახლა არ შემიძლია ვთქვა, რა შედეგს მივიღებთ, ჩვენი მთავარი ამბიცია ახლა არის ის, რომ 90 წუთის განმავლობაში ის სულისკვეთება ვაჩვენოთ, რომელიც კოსოვოში გვქონდა. ბოლო მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებზე, კოსოვოსა და საბერძნეთის წინააღმდეგ, ძალიან ვწუხვართ. კოსოვოსთან მარცხი კატასტროფა იყო, მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებთან შესახვედარადც არასწორად მოვემზადეთ. რაც შეეხება კოსოვოს წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრას, აქ ჩვენ თავგანწირვა და სულისკვეთება დავინახეთ, რომლის გარეშეც არაფერი გამოგვივიდოდა. კოსოვოსთან გამარჯვება რომ მარტივი ყოფილიყო, ხალხი ჩვენ ამას არ მოგვილოცავდა. ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი, პელე, მარადონა და ამ ტიპის ფეხბურთელები, მაგრამ გვაქვს . ხშირად მაკვირვებს ხოლმე მოლოდინები, რომლებიც გვაქვს კომპეტენციასთან მიმართებაში.  პირადად მეც ვხედავ ჩემს შეცდომებს, და ამის შესახებ ერთად ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობთ გამოსავლის პოვნას და შემდეგი სანაკრებო პაუზის დროს გამოსწორებას.  მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მთელი თეატრი იყო შექმნილი, იწერებოდა და ეკითხებოდნენ მას იმის შესახებ თუ რომელ კლუბში გადადიოდა. ის 20 წლის ბიჭია და  მას შეკითხვებზე მეტად მხარდაჭერა სჭირდება. რათა, უფრო სტაბილური გახდეს. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ის დიდი კლუბისთვის ითამაშებს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ჩვენ ყველას გვაქვს მიზნები, ამბიციები, მე და ფეხბურთის ფედერაციასაც გვქონდა მიზანი, რომ მესამე ან უფრო მაღალ საფეხურზე დაგვესრულებინა შესარჩევი ციკლი, რადგანაც ჩვენ ამბიციურები ვართ და მიყვარს კონკურენცია და გამარჯვება. ფეხბურთი არ არის მხოლოდ 1, 2 ან სამთვიანი პროექტი, ფეხბურთი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და წინ ერთა ლიგა და ბევრი საინტერესო გამოწვევა გვაქვს, თუმცა ჯერ იმ ორ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ნოემბერში გველის. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებით, მათ შორის დავით ვოლკოვს, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბომბარდირობისთვის იბრძვის, ლევან შენგელიას, გიორგი ბერიძეს და ბევრ სხვა მოთამაშეს, მაგრამ სიაში მხოლოდ 24 ან 25 ფეხბურთელი ხვდება, ამიტომაც, 20 შემტევს ვერ გამოვიძახებ, რადგანაც არჩევანი დიდია. მე ხშირად მეკითხებიან იმ შემტევების გამოძახების შესახებ, რომლებიც გუნდში არ არიან, დაცვაზე კი ნაკლებად ვსაუბრობთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდისთვის ყველა პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია ბალანსისა და მოქნილობის პოვნა", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში, შვედეთის, ხოო 15-ში, გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები