Belive

დე ბრუინე: ,,მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარების იდეა ცუდი არ არის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში შესაძლო ჩატარებაზე ისაუბრა:
,,სეზონის სტარტზე ფიფას წარმომადგენლებსა და არსენ ვენგერს შევხვდი, მათ თავიანთი წინადადებები გამაცნეს. მსგავსი რამის გასაკეთებლად ყველა ქვეყნის ფედერაციამ, უეფამ და ფიფამ ერთად უნდა იმოქმედონ. ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს დასასვენებლად საკმარისი დრო მიეცეთ. იდეა, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ყველა იმუშავებს,'' - დე ბრუინეს სიტყვებს The Sun-ი ციტირებს.
რამდენიმე კვირის წინ, მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას მხარი ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომაც დაუჭირა და ფორმატის უპირატესობებზეც ისაუბრა. 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, 2026 წელს კი - კანადა, მექსიკა და აშშ.

სხვა სტატიები