Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,ფატი მბაპეს არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ერთმანეთს ანსუ ფატი და კილიან მბაპე შეადარა:
,,ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას თუ რა ხდება ესპანეთს გარეთ. ჩვენ გვყავს ანსუ ფატი, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მან დაამტკიცა, რომ კილიან მბაპეს მინიმუმ არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც,'' - ტებასის სიტყვებს As-ი ციტირებს.
შარშან, ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, ფატის თითქმის ერთი წელი გაუცდა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელმა 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება მბაპეს, მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი და 11 ასისტია.

სხვა სტატიები