Belive

მბაპე: ,,გვინდოდა, საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ყახაზეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გაფორმებაზე ისაუბრა:
,,ყველაზე მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის დაძლევა იყო. გვინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა. მათთვისაც კი, ვინც უკვე მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ამ ტურნირზე თამაში ნამდვილი ოცნებაა. გულშემატკივრებს ეს მოეწონათ, ჩვენც... პატივი ვეცით თამაშსა და მეტოქეს და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ,'' - მბაპეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთმა ყაზახეთს უმასპინძლა და 8:0 დაამარცხა. მბაპემ მატჩში პოკერი გაიფორმა. დეშამის გუნდი, რომელმაც გუშინ მუნდიალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები