Belive

კაფუ: ,,ნეიმარი რონალდუსა და მესიზე ტექნიკურია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევზე, ნეიმარზე ისაუბრა:
,,ნეიმარი რონალდუსა და მესიზე ტექნიკურია, მაგრამ მან საკუთარ თავზე ლიდერის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ფეხბურთს თავი 100%-ით უნდა მიუძღვნას. მე ნეიმარზე უკეთესი არ ვარ, თუმცა ბევრ მარჯვენა მცველს ვჯობდი, რადგან თამაშს დიდ დროს ვუთმობდი. ნეიმარი კაპიტანი უნდა გახდეს,'' - კაფუს სიტყვებს Marca ციტირებს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები