Belive

ანრი: ,,მბაპეს საკუთარ თავს არ ვადარებ, ამას ვერ ვიტან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა:
,,მე და კილიანმა გავიარეთ კლერფონტენის აკადემია, ვართ პარიზის გარეუბნიდან და თამაში მონაკოში დავიწყეთ. მას საკუთარ თავს არ ვადარებ, ამას ვერ ვიტან, მაგრამ მბაპე არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. კილიანს შეტევაში თამაში ყველგან შეუძლია. რთულია იმის თქმა თუ რატომ აკრიტიკებენ მას ასე საფრანგეთში (საუბარია რეალში გადასვლის სურვილით გამოწვეულ კრიტიკაზე). თუმცა, სეზონის დასაწყისში არსებული ვითარება მაწუხებდა, რადგან ის ყოველთვის პროფესიონალი იყო. ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს'' - მბაპეს სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი და 11 ასისტია. გუშინ 22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველი პოკერი გაიფორმა.

სხვა სტატიები