Belive

ტოტი: ,,სერია ა-ში მომუშავე ყველა მწვრთნელს ერთად არ მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც ჟოზემ მოიგო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, დედაქალაქური გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:
,,შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ პრობლემა მოურინიოშია. იტალიის ჩემპიონატში მომუშავე ყველა მწვრთნელს ერთად არ მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც ჟოზემ მოიგო. მის წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ. რომა მოურინიოს უნდა დაეყრდნოს. ის შესანიშნავი სპეციალისტი, მოტივატორი და მენეჯერია. მან იცის, როგორ უნდა იმუშაოს გუნდთან, რა უნდა გააკეთოს და რა უნდა თქვას. მას უნდა ვენდოთ,'' - ტოტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ, ,,რომა'' 19 ქულით ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. მოურინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, სამში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები