Belive

ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ,,ესპანიოლთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს არის ბარსელონას ფეხბურთელების დამოკიდებულება თამაშის მიმართ. რა თქმა უნდა, არის დეტალები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ არ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში და ესპანიოლმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მაგრამ, მთლიანობაში, ეს დამსახურებული გამარჯვებაა და შედეგი მახარებს. გულშემატკივრების დახვედრა, უბრალოდ, შთამბეჭდავი იყო. ,,კამპ ნოუზე'' ბოლოს თითქმის 6 წლის წინ ვიყავი და ატმოსფერო საკმაოდ შეცვლილია, თუმცა ყველაფერი მომეწონა,'' - ხავის სიტყვებს Football Espana ციტირებს.
ლა ლიგის მე-14 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ესპანიოლს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ხავის გუნდი 20 ქულით ცხრილის მე-6 პოზიციაზეა და ლიდერ სევილიას 8 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები