Belive

ბელენენსეშის პრეზიდენტი ბენფიკასთან მატჩზე: ,,ეს მთელი პორტუგალიის სირცხვილია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბელენენსეშის'' პრეზიდენტმა, რუი პედრუ სუარეშმა, ლისაბონის ,,ბენფიკასთან'' გამართულ სკანდალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა 9-კაციანი შემადგენლობით ითამაშა:
,,დღევანდელი მატჩი სირცხვილია, ეს არის მთელი პორტუგალიის სირცხვილი, გარდა ,,ბელენენსეშის'' 9 ფეხბურთელისა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც ლიგის ასეთ გადაწყვეტილებას გაამართლებს. ჯერ კიდევ პარასკევს შევატყობინეთ ლიგას, რომ თამაშს ვერ შევძლებდით, თუმცა გვიპასუხეს, რომ 8 ფეხბურთელი გვყავდა, ამიტომ მოედანზე აუცილებლად უნდა გავსულიყავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკურ მარცხს ჩაგვითვლიდნენ და მომავალი საშინაო მატჩების ჩატარება მაყურებლის გარეშე მოგვიწევდა,'' - განაცხადა სუარეშმა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში ,,ბელენენსეშმა” ლისაბონის ,,ბენფიკას” უმასპინძლა. მატჩში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელი გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდა, რომელთაგან ორი მეკარე იყო. ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა – ,,ბელენენსეშის” 17 ფეხბურთელსა და სტაფის წევრს Covid 19-ი დაუდასტურდათ. შესაბამისად, კლუბს გუშინდელ შეხვედრაში სათადარიგო მოთამაშეები არ ჰყოლია. პირველ ტაიმში ,,ბენფიკამ'' მეტოქეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა, მატჩი მეორე ნახევრის სტარტზევე შეწყდა.

სხვა სტატიები