Belive

ხავი: ,,როცა ისინი ხსნიან კონვერტს და ამბობენ, რომ მესიმ მოიგო, ეს სამართლიანია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი ,,ოქროს ბურთის'' წლევანდელ დაჯილდოებას გამოეხმაურა:
,,ვფიქრობ, ეს საფეხბურთო სამართლიანობაა. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ყველა დროის საუკეთესოც. მან მეშვიდე ჯილდო დაიმსახურა, ეს უდავოა. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ოქროს ბურთს ლევანდოვსკი ან ვინმე სხვა იმსახურებდა, მაგრამ ასეთი საუბრები ყოველ წელსაა... როცა ისინი ხსნიან კონვერტს და ამბობენ, რომ მესიმ მოიგო, ეს სამართლიანია,'' - განაცხადა ხავიმ.
მესიმ კარიერაში მეშვიდე ,,ოქროს ბურთი'' მოიპოვა. გამოკითხვაში ლეომ 613 ხმა მიიღო და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 33 ხმით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო, ქარიმ ბენზემა და ნ'გოლო კანტე მოხვდნენ.

სხვა სტატიები