Belive

კასანო: ,,რონალდუმ მომწერა, რომ მისთვის პატივი უნდა მეცა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, კრისტიან ვიერისთან საუბრისას, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ შეტყობინება გაუგზავნა და მისგან მეტი პატივისცემა მოითხოვა:
,,რონალდუმ მომწერა, რომ მისთვის გატანილი გოლებისა და მოგებული ტიტულების გამო პატივი უნდა მეცა. მე სიმართლის თქმის არ მეშინია და ყველაზე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ბუფონს დავურეკე, მან კი დამიდასტურა, რომ კრიშტიანუს ჩემი ნომერი იუვენტუსის პრესატაშემ გადასცა, რათა ეთქვა, რომ მას 750 გოლი აქვს გატანილი, მე კი მხოლოდ 150... პორტუგალიელს ვეტყოდი: ძვირფასო კრიშტიანუ, შენ ყველაფერი გაქვს, იცხოვრე მშვიდად და დაისვენე. აიღე მაგალითი მესისგან, რომელსაც არავინ და არაფერი არ ადარდებს და მესიჯებს არ მიგზავნის. ამის შესახებ ჯიჯიმ და კიელინიმ კარგად იციან... ამან გამაბრაზა, რა არის შენი პრობლემა, რონალდუ?'' - კასანოს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
რამდენიმე თვის წინ, კასანომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის  5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ შედის. იტალიელის თქმით ლეო მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და რონალდო სულ სხვა დონის ფენომენები არიან.

სხვა სტატიები