Belive

ზლატანი: ,,მანჩესტერმა სასტუმროში დახარჯული 1 ფუნტი მე გადამახდევინა''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა:
,,ერთი რამ ძალიან გამიკვირდა - იუნატედზე ყველა ფიქრობს, როგორც ტოპ-კლუბზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს და უძლიერეს გუნდზე, გარედან მართლაც ასე ჩანს, მაგრამ იქ მისვლისას პატარა, ჩაკეტილი მენტალიტეტი დამხვდა. ერთხელ, მატჩის წინ, გუნდთან ერთად სასტუმროში ვიყავი. მომწყურდა, მინიბარი გავხსენი და ხილის წვენი დავლიე. დავმარცხდით და სახლში დავბრუნდით. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ხელფასის დრო მოვიდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამონაწერით დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ მათ ხელფასიდან 1 ფუნტი ჩამომაჭრეს. კლუბის მენეჯერს დავურეკე და ვკითხე, რატომ აიღეს ჩემი ანაზღაურებიდან 1 ფუნტი, მან კი მიპასუხა, რომ ეს ხილის წვენის ხარჯი იყო... გავოგნდი: ,,ხუმრობ?'', ის კი მეუბნება: ,,არა, თუ რამეს შეუკვეთავ, უნდა გადაიხადო.'' რა თქმა უნდა, აღვნიშნე, რომ სასტუმროში ჩემი ინიციატივით არ ვყოფილვარ და ეს ჩემი სამუშაო ადგილი იყო. გჯერათ? 1 ფუნტი... მსგავსი რამ იტალიაში არასდროს არ მომხდარა. ეს ის დეტალებია, რასაც მოთამაშეები ყურადღებას აქცევენ. ბაზაზე მისვლისას, ყოველდღიურად მთხოვდნენ დოკუმენტების წარდგენას. ფანჯარას ვწევდი და დაცვას ვეუბნებოდი: ,,მისმინე, მეგობარო, აქ უკვე ერთი თვეა დავდივარ. მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. თუ მაინც ვერ მცნობ, სჯობს, სხვა სამუშაო მოძებნო,'' - ზლატანის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.
იბრაჰიმოვიჩი ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2016-2018 წლებში თამაშობდა. თავდამსხმელმა ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები