Belive

რაიოლა: ,,თუ სპორტულ დირექტორებს ვძულვარ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ, საკუთარ სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, კლიენტებთან ერთად, სატრანსფერო ბაზრის შეცვლა შეძლო:
,,ჩემი ფეხბურთელებისთვის მზად ვარ, ომში წავიდე. ყველაფერს გავაკეთებ მათთვის, ისინი ჩემი შვილებივით არიან. სპორტული დირექტორები ვერ მიტანენ? რატომ ხდება ასე? მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ წინ იარაღით არასდროს დავმჯდარვარ. უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცი, რა ღირს ჩემი ფეხბურთელი და რა სჭირდება გუნდს. თუ მათ ვძულვარ, ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას კარგად ვაკეთებ. მათ რომ ეთქვათ - ,,კარგია, რომ ამ ფეხბურთელთან რაიოლა მუშაობს, ჩვენთვის ადვილი იქნება.'' ასეთ შემთხვევაში პრობლემები მექნებოდა. მიყვარს არგუმენტებით საუბარი, მომწონს სტრატეგიის შემუშავება და ჩემი კოლეგების დარწმუნება. კოსტუმითა და ჰალსტუხით ვერასდროს მნახავთ, ეს ჩემი სტილი არ არის. მე მსუქანი და დაბალი ვარ. ხალხი დიდხანს ვერ მაფასებდა და ამბობდა: ,,რას ჰგავს? ნორმალურად ჩაცმაც კი არ შეუძლია...''  ეს იყო ჩემი შანსი, ახლა ყველა პატივს მცემს. ჩემს ფეხბურთელებთან ერთად სატრანსფერო ბაზარი შევცვალე. ჩვენ ფეხბურთის გვერდით ახალი თამაში შევქმენით. ახლა კვირაში 2 დღე უშუალოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, დანარჩენი 5 დღე კი ტრანსფერებზე. შესაძლოა, სპორტულ დირექტორებს ვძულვარ, მაგრამ მე არავინ მძულს, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
რაიოლას კლიენტებს შორის არაერთი ვარსკვლავია, მათ შორის ერლინგ ჰოლანდი, მატიას დე ლიხტი, ჯანლუიჯი დონარუმა, პოლ პოგბა და მარკო ვერატი არიან.

სხვა სტატიები