Belive

ხავი: ,,ბარსელონას ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ შემადგენლობის გაძლიერებაზე უნდა ვიმუშავოთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, განაცხადა, რომ მის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელების ყიდვა სჭირდება:
,,შემადგენლობა ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს. სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ეს შანსია. ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. ბარსელონას გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა ვიმუშავოთ, რომ გუნდი უფრო გაძლიერდეს, შემადგენლობა კი კონკურენტუნარიანი გახდეს,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგაში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ ,,ბარსელონა'' 23 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. დღეს კატალონიელები ,,ოსასუნას'' ესტუმრებიან.

სხვა სტატიები