Belive

ანჩელოტი: ,,ახლა ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენი კონკურენტი არ არის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსელონას საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:
,,ახლა ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენს კონკურენტად არ ითვლება, რადგან სხვა გუნდები უფრო ახლოს არიან. თუმცა მათ მომატების შანსი აქვთ. მე რომ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ვიყო, იმავეს ვიტყოდი, რაც ხავიმ თქვა,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მას ლა ლიგის მოგების იმედი ჯერ კიდევ აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ, ,,რეალი'' 42 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,სევილიას'', რომლის ანგარიშზეც ერთით ნაკლები მატჩია, 8 ქულით უსწრებს. ,,ბარსელონას'' კი 24 ქულა აქვს და ცხრილში მერვეა.

სხვა სტატიები