Belive

კაფუ: ,,მილანი სერია ა-ს მოგების ფავორიტია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, სერია ა-ში ,,როსონერის'' საჩემპიონო შანსები შეაფასა:
,,ტრავმების მიუხედავად, მილანი კარგ სეზონს ატარებს. ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, მაგრამ სერია ა-ში ცხრილის ზედა ნაწილში არიან და სკუდეტოს მოგებაც შეუძლიათ. როსონერი სერია ა-ს მოგების ფავორიტია. პიოლი გუნდში უკვე დიდი ხანია მუშაობს და საკუთარ სტატუსს შედეგებით ამყარებს. ის არის მწვრთნელი, რომელიც სწორ ადგილას, სწორ გუნდში მოხვდა. მილანში იმ შედეგების მიღწევა, რასაც პიოლიმ მიაღწია, მარტივი არაა, რადგან ზეწოლა და მოლოდინი დიდია,'' - განაცხადა კაფუმ.
სერია ა-ს 17 ტურის შემდეგ, ,,მილანი'' 39 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ინტერს'' 4 ქულით ჩამორჩება. ,,ნერაძურის'' ანგარიშზე ერთით მეტი მატჩია.

სხვა სტატიები