Belive

მესი: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის გასახდელში ტიერი ანრის პირველად დანახვით შოკირებული დარჩა:
,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. ვიცოდი, რას აკეთებდა  ინგლისში და ახლა უცებ ერთ გუნდში აღმოვჩნდით. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა როგორ მოქმედებდა და როგორ ამთავრებდა თამაშს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივი იყო,'' - მესის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
ტიერი ანრის დებიუტი ,,ბარსელონაში'' 2007-2008 წლების სეზონში შედგა. ფრანგმა თავდამსხელმა პირველ წელს კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ანრიმ ,,ბარსელონასთან'' ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები