Belive

კონტე მწვრთნელების შეკრებაზე: ,,ეს შეხვედრა დროის კარგვად მიმაჩნია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, სპეციალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც პრემიერლიგის მწვრთნელებმა ფეხბურთელების უსაფრთხოება და ტურნირის გადატვირთული კალენდარი განიხილეს:
,,ამ შეხვედრაზე მწვრთნელები შეეცადნენ კითხვებზე პასუხი ეპოვათ, მათ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. დეტალებზე საუბარი არ მსურს. მიმაჩნია თუ არა ეს შეხვედრა დროის კარგვად? ვფიქრობ, კი. ჩვენ წინ კედელია, შეგვიძლია, კიდევ დიდ ხანს დავსვათ შეკითხვები, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია,'' - კონტეს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
პრემიერლიგის 18 ტურის შემდეგ პირველ პოზიციას 44 ქულით ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს, მეორე ადგილზე ,,ლივერპულია'' (41 ქულა), მესამეზე კი - ,,ჩელსი'' (38 ქულა).

სხვა სტატიები