Belive

ინფანტინო: ,,სერია ა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება საკლუბო ტურნირებზე უარყოფითად არ აისახება:
,,ეს პროექტი ეროვნული ლიგების დასაცავადაა, რადგან ნაკლები პაუზა იქნება, გარდა ამისა, ფეხბურთელებს ივლისში მინიმუმ სამკვირიანი დასვენება ექნებათ. იტალიის საფეხბურთო ლიგა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება. ასე რომ, არამგონია, მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარებამ რამე შეცვალოს. მთავარია, ვიპოვოთ ბალანსი ფეხბურთელების მოგზაურობას, ჯანმრთელობის დაცვასა და მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას შორის,'' - ინფანტინოს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.
ინფანტინომ მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას მხარი ოქტომბერშიც დაუჭირა და ფორმატის უპირატესობებზეც ისაუბრა. 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, 2026 წელს კი – კანადა, მექსიკა და აშშ.

სხვა სტატიები