Belive

მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის 2021 წლის საუკეთესო ათეულში მოხვდა | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიერ, "ვალენსიაში", ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ტურის შეხვედრაში "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოგერიებული ბურთი ესპანეთის ჩემპიონატში 2021 წლის ათ საუკეთესო მოგერიებას შორის მოხვდა. ვიდეო ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა და 20 წლის ქართველი გოლკიპერის მომენტი მეცხრე ადგილზე გაიყვანა. ათეულში ისეთი მეკარეები მოხვდნენ, როგორებიც მადრიდის "რეალის" და მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯები, შესაბამისად, ტიბო კურტუა და იან ობლაკი და "ბარსელონას" გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან.
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც "ვალენსიამ" "დინამო თბილისიდან" უკვე ოფიციალურად გამოისყიდა, მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" მაისურით 6 შეხვედრაში ითამაშა, 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები