Belive

ავსტრალიელ ფეხბურთელს ორიენტაციის გამჟღავნების გამო სიკვდილით ემუქრებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ავსტრალიელი ფეხბურთელი ჯოშუა კავალიო თავის კოლეგებს შორის, ისტორიაში პირველი მოქმედი პროფესიონალი გახდა, რომელმაც საჯაროდ საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. ჯოშუა კავალიოს A ლიგის (ავსტრალიის ჩემპიონატი) მატჩზე, მოედანზე შესვლის შემდეგ გულშემატკივრებისგან ჰომოფობიური შეძახილებსა და შეურაცხყოფას იღებდა, რის გამოც მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მე არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, როგორიც ვარ და როგორც ვცხოვრობ. მე სიმართლეს ვსაუბრობ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რა იმედგაცრუებას განვიცდი. როგორც ჩანს, საზოგადოება 2022 წელსაც იმავე პრობლემებს განიცდის და აუცილებელია, ხალხი მეტად პასუხისმგებელი გახდეს საკუთარ სიტყვებზე”.

შაბათს გამართული მატჩის მიმდინარეობისას, კავალიო მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, რის შემდეგაც მას მეტოქე კლუბის გულშემატკივრები, განსხვავებული ორიენტაციის გამო "აბულინგებდნენ" და ჰომოფობიურ შეძახილებს აკეთებდნენ.
სიტყვები არ მყოფნის იმდენად იმედგაცრუებული ვარ, სამწუხაროა რომ 2022 წელს ამ პრობლემას კვლავ ვაწყდებით. მე არ ვაპირებ დიდი ხანი ამ ფაქტზე ფიქრს, რადგან მჯერა, რომ სიყვარული გაიმარჯვებს - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა. გარდა ამ ყველაფრისა, მატჩის შემდგომ სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ იყო დაგეგმილი ტერორი, წავიკითხე ძალიან ბევრი შეტყობინება, სადაც მემუქრებიან სიკვდილითა და ოჯახის გაუბედურებით
A ლიგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შოკირებულები არიან ფეხბურთელის მიმართ ჰომოფობიური განცხადებების გამო. "ჩვენი ფეხბურთელები, სტაფი და პერსონალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისინი მუდამ დაცულები იქნებიან". - განაცხადა A ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენი ტაუნსენდმა. ავსტრალიის პრემიერ ლიგის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ფაქტზე საქმე აღძრულია და თითოეული ადამიანი მკაცრად იქნება დასჯილი, რომელმაც 22 წლის ფეხბურთელზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ასევე სანქციები დაეკისრება კლუბს, რომლის სტადიონზეც ინციდენტი მოხდა.

სხვა სტატიები